saqarTvelos tbebi - levanis tba
მდებარეობა | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°27`35` ჩ. გ. 43°40`09` ა. გ. |
ფართობი | 0.061 კმ² |
მოცულობა | 0.12 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 2 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 2.8 მ |
აუზის ფართობი | 1.38 კმ² |
მყინვარული ტბა საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამსრის ქედზე, მთა გოდორების სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ღრმა ტროგულ ხეობაში, ზღვის დონიდან 2815 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,06 კმ², აუზის ფართობი 1,38 კმ², მაქსიმალური სიღრმე 2,8 მ. წყლის მოცულობა 0,12 მლნ. მ³. სიღრმეები ნაპირთან სწრაფად მატულობს, ხოლო შემდეგ თანდათან იზრდება და სამხრეთ ნახევარში მაქსიმუმს აღწევს. ტბაში სიღრმეები თითქმის თანაბრადაა გადანაწილებული. აღსანიშნავია ტბის ქვაბულის ფერდობების სიციცაბე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს ზაფხულზე, დაბალი - ზამთარში. წყალი სუსტადაა მინერალიზებული. ტბის სუფთა და გამჭვირვალე წყალი მოლურჯო-ცისფერია. ცოცხალი ორგანიზმებით ღარიბია.